ახალი ამბები

უცხოელებისთვის მიწის იჯარაზე მორატორიუმი მოიხსნება

25 სექტემბერი, 2013 •
უცხოელებისთვის მიწის იჯარაზე მორატორიუმი მოიხსნება

ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ივანიშვილს სერგი კაპანაძემ დაუსვა, სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა. 

 

კაპანაძეს აინტერესებდა პრემიერის პასუხი იმაზე, რომ თუ ინვესტიციები არის ერთ-ერთი კომპონენტი ეკონომიკის ზრდისთვის და, ამავდრულად, პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც შეუძლებელს ხდის გაყიდო მიწა უცხოელზე, სად არის ერთიანი ხედვა? 

 

“მე გუშინ მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ ჯგუფთან, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. რატომ გამოცხადდა მორატორიუმი, ამას ბევრი მიზეზი აქვს, აქ არ დავიწყებ ახსნას, ერთგვაროვნად არ არის საქმე. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ ნახავთ უახლოეს დროში. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გაცემა, აბსულუტურად გეთანხმებით, რომ წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი პროცესი ერთმანეთთან. რაც მეტი იქნება შეზღუდვა შიდა და მორატორიუმები, ბაზრის განვითარებას ეს ხელს უშლის თეორიულად, მაგრამ სახელმწიფოა ეს და სახელმწიფოს დაცვა სჭირდება, ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო, “- უპასუხა ივანიშვილმა. 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის ბიზნეს–ცენტრში ექსპერტებს ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი