“ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა ადეიშვილი. წინა ხელისუფლებაში, ჩემი გადმოსახედით, ყველაზე საინტერესო და ყველაზე ნიჭირი კაცი იყო. მე მახსოვს თავის დროზე, როდესც მერაბიშვილს და სააკაშვილს ვხვდებოდი, მერაბიშვილი, ჩემდა გასაოცრად, ისეთ ტერმინებს ხმარობდა, ისეთ ეკონომიკურ ანალიზს აკეთებდა, ვეკითხებოდი, საიდან- მეთქი და, ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. იქიდან მახსოვდა და სულ მაინტერესებდა ამ კაცის გაცნობა და ვერ მოვახერხე. ეს სისტემაც- სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი მაგის დალაგებულია. აშკარად ჩანს რომ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, და საუბედუროდ, იგივე ადეიშვილზე კარგად მახსოვს, მერაბიშვილი რომ მეუბნებოდა, შედი ერთი მაგის სახლში, როგორ პარკეტზე ცხოვრობს და როგორი ძველი მობილურ ტელეფონს ხმარობსო. არაფრის გაგონება და გაკარება არ უნდა, ისეთი პრინციპული კაციაო,”- განაცხადა ივანიშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას ექსპერტებთან.




