ახალი ამბები

უგულავა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

24 სექტემბერი, 2013 •
უგულავა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

უგულავას განმარტებით, ქვეყანა საკმაოდ რთულ და საქართველოსთვის საკმაოდ უცხო მმართველობის სისტემაში შედის.

 

“ჩვენ შევდივართ იქ, სადაც პრეზიდენტი ინსტიტუციურად არის სუსტი, გამარჯვებული ლიდერი, რომელსაც ამ წუთას, მაღალი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, მიდის. თუ მას ილუზია აქვს, რომ ის გარედან მართავს სიტუაციას, ეს ილუზია მას მაქსიმუმ ერთ თვეში გაუქრება, იმიტომ, რომ გარედან ქვეყანა ვერ იმართება. ჩვენ მივიღებთ პრემიერს, რომლის ლეგიტიმურობაც იქნება ძალიან დაბალი, მივიღებთ უმრავლესობას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი აერთიანებდა და ეს უმრავლესობა იქნება პრობლემა მთავრობისთვის.”

 

მისი თქმით, მთავრობას ლეგიტიმურობის პრობლემაც ექნება. შესაბამისად, უგულავას თქმით, მისი მთავარი ამოცანაა მაისამდე ქალაქი უფუნქციოდ არ დარჩეს და ყველა სერვისი, რომელიც დედაქალაქის ფუნქციონირებას უკავშრიდება, გამართული უნდა იყოს

 

გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებისას
გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებისას

მასალების გადაბეჭდვის წესი