“დარწმუნებული ვარ, რომ ის მავთულხლართები, რომელსაც დღეს რუსი ჯარისკაცები ავლებენ, იქნება აღებული, შესაძლოა, თავად რუსი ჯარისკაცების მიერვე. ეს იქნება ხვალ დილას, თუ ამას დაჭირდება რამდენიმე დღე, რამდენიმე თვე თუ რამდენიმე წელი, ამაზე დღევანდელი სპეკულირება იქნებოდა უპასუხისმგებლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი კავშირშია, ერთი მხრივ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან, და ეს ყველამ უნდა გავიაზროთ, და მეორე, ეს არის დიდი პრობლემის, ოკუპირებული ტეროტორიების არსებობის პრობლემის გაგრძელება და ამ ყველაფერს ერთად მოევლება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და კარგად გავიაზროთ, რისი პროვოცირება შეიძლება სურდეს მტერს.”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან დღეს, 24 სექტემბერს გააკეთა.




