ახალი ამბები

სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი

24 სექტემბერი, 2013 •
სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი

მე-12 კლასის მოსწავლეებს პირველი გამოცდის ჩაბარება 12 ოქტომბერს მოუწევთ. პირველი გამოცდა გეოგრაფიაში ჩატარდება. მომდევნო დღეებში – 13, 14, 15 ოქტომბერს მოსწავლეები გამოცდებს ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებში ჩააბარებენ. დანარჩენ ოთხ გამოცდას კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) – სასწავლო წლის ბოლოს.

 

ამასთან, მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, განმეორებით მიეცემათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.


მასალების გადაბეჭდვის წესი