ახალი ამბები

წულუკიანის განმარტება კრიმინალურ ავტორიტეტთან გადაღებულ ფოტოზე

24 სექტემბერი, 2013 • 5219
წულუკიანის განმარტება კრიმინალურ ავტორიტეტთან გადაღებულ ფოტოზე

თეა წულუკიანი და სოსო ჯოხაძე
თეა წულუკიანი და სოსო ჯოხაძე

“ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც “ვიძიებ”, თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება ალბათ საჭირო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ფოტოები, სადაც ჯოხაძე და წულუკიანი ერთად არიან, 30 აგვისტოს გამოაქვეყნა “თავისუფალმა ზონამ”. აღნიშნულ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, კერძოდ, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძე არის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მეგობარი. კანდელაკის თქმით, სოსო ჯოხაძე მონაწილეობდა 2001 წელს სასტუმრო “საქართველოსთან” მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში, როდესაც მანქანებში ჩაცხრილეს რამდენიმე ადამიანი, ასევე, ის იყო 2006 წელს ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

სოსო ჯოხაძის ძმა – გიორგი ჯოხაძე შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი