ახალი ამბები

საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი დაკავებულია

24 სექტემბერი, 2013 • 1103
საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი დაკავებულია

გამოძიების ცნობით, 2013 წლის 21 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის, “სადახლოს” უფროსის, კახაბერ მუსერიძის დავალებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, ერთ-ერთი მეწარმისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, ამავე  საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსმა კახა არჩვაძემ კანონით გათვალისწინებული საბაჟო შემოწმებისა და კონტროლის გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო და ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე, საქართველოში შემოუშვა მეწარმის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც დატვირთული იყო 10 103 ლარის ღირებულების 377 ცალი სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული ფრინველით.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი