„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოები იქმნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ადვოკატირებისთვის, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამოქალაქო კამპანიების საწარმოებლად.
საპილოტე ეტაპზე პროექტი განხორციელდება აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში.
საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა, ის მოხალისეობრივად გაერთიანებულ ადამიანთა ერთობაა, თუმცა სხვადასხვა ღონისძიების ხარჯები ორგანიზაციის მიერ იქნება გაღებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უზრუნველყოფს საბჭოს წევრების სწავლებას, პრაქტიკული უნარების განვითარება-დახვეწას, ორგანიზაციის სამუშაო სპეციფიკის გაცნობას.
საბჭოს წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საპილოტე პროექტი გულისხმობს ორგანიზაციის თითოეულ რეგიონულ ოფისში 3-5 წევრის შერჩევას.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა 9 მარტია.
დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში მისამართებზე:
[checklist]
- თბილისი, საქართველო
აღმაშენებლის გამზ. 61, 0102
ტელ:+ 995 322 92 14 03 - ქუთაისი, საქართველო
თამარ მეფის ქ. 21, 4600
ტელ: +995 0431 25 45 31 - ბათუმი, საქართველო
ფარნავაზ მეფის ქ. 74, 6010
ტელ:+995 0422 29 44 88 - ზუგდიდი, საქართველო
ცოტნე დადიანის ქ. 2, 2100
ტელ: +995 0415 22 37 20
[/checklist]
შემოგვიერთდით!
განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე
[პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით].