გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 23 სექტემბერს, საღამოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს, 1976 წელს დაბადებულ მალხაზ მთვარაძეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).




