ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს დაიწყებს

24 სექტემბერი, 2013 •
სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლს დაიწყებს

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის პროგრამა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ამოქმედდება. 

 

“არსებობს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სისტემა, რის დანერგვასაც ვაპირებთ,”- განაცხადა სერგეენკომ დღეს, 24 სექტემბერს, პრესკონფერენციის დროს.


მინისტრის თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მწერველობა განავითაროს და მეორე მხრივ, ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანი გახადოს. მისივე თქმით, იქამდე, სანამ ხარისხის კონტროლის არ დაიწყება, ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანი ვერ გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი