ახალი ამბები

კუს ტბის ტერიტორიაზე მოქალაქეები ისევ ხელს უშლიან ხეების გაჩეხვას

23 სექტემბერი, 2013 •
კუს ტბის ტერიტორიაზე მოქალაქეები ისევ ხელს უშლიან ხეების გაჩეხვას

 

 

“იდეალური დრო შეარჩიეს, ორშაბათი, შუადღე, როდესაც მოქალაქეები სამსახურებში არიან და მოაყენეს ხეების გამოსატანი მანქანები. ისეთივე მდგომარეობაა დღესაც, როგორც ზაფხულში. ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილით ჩახერგა გასასვლელი და ხეების გატანის საშუალება არ მისცა,”-ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ირა ჭელიძე, კომპანია McCann Tbilisi-ის კრეატიული დირექტორი. 

 

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს, საკრებულოში შეიტანეს მოთხოვნა, სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნდეს ტერიტორიას და ინვესტორი ალტერნატიული ადგილით დააკმაყოფილონ, ან ფული დაუბრუნონ. 

 

“ჩვენ ინვესტორთან საქმე არ გვაქვს,”- ამბობს ჭელიძე. 

 

კუს ტბაზე, “ციყვვების ტერიტორიაზე” მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის, არჩილ გეგენავას კუთვნილი კომპანიის “ემ ჯგუფი” “ოჯახური ტიპის რეკრეაციულ რესტორანს” აშენებს. ტერიტორიიდან ამოღებული ნერგების გატანას მოქალაქეები მიმიდნარე წლის ივლისშიც აპროტესტებდნენ. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით, ტერიტორიას, რომელსაც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის, არჩილ გეგენავას კომპანია ფლობდა, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. შემოღობილ ტერიტორიას ახლა რზ3 სტატუსი აქვს, რომლის მიხედვითაც, მერიასთან შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლება აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი