ახალი ამბები

უზენაესი სასასამართლოს თავმჯდომარე ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ხვდება

23 სექტემბერი, 2013 •
უზენაესი სასასამართლოს თავმჯდომარე ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ხვდება

კოტე კუბლაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადვოკატებისთვის მოსამართლეების მიერ ტრენინგის ჩატარების შეთავაზება:

 

“მართლმსაჯულების სისტემა არ არის მხოლოდ სასამართლო, ესაა პროკურატურა, ადვოკატურა და კიდევ რამდენიმე სისტემა, რომელიც ახლოსაა თავად მართლმსაჯულებასთან, ამიტომ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ამ სისტემაში ჩართული ყველა სისტემა მუშაობდეს გამართულად. ჩენ ვფქირობთ, რომ ადვოკატებთან უფრო ახლო კონტაქტები უნდა გვქონდეს, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, შექმნილი იყო რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ადვოკატებთან ერთად, როდესაც ვმუშაობდით სხვადასხვა საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანაზე. დღევანდლი შეხვედრის მიზანი ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებაა, გარდა ამისა, ადვოკატებისთვის მოსამართლეების მიერ ტრენინგის ჩატარების შეთავაზება, ჩვენ ასევე შეგვიძლია შევთანხმდეთ სასამართლოს თანამშრომლობის ჯგუფში დასაყენებული საკითხების შინაარსზე, სადაც ძალიან ეფექტურად ხდება აქტუალური სასამართლო პრობლემების განხილვა,” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

 

ზაზა ხატიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა:

 

“ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობა ადვოკატების მოსამართლეთა კორპუსთან უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, მე ყველაზე მეტად მაწუხებს, როდესაც ადვოკატი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ინფორმაციის გამოთხოვას და ამას ამოღებად და ჩხრეკად უთვლიან. გვინდა, რომ ეს პრაქტიკა გადაიხედოს, რადგან დღეს სასამართლოში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება. ჩვენ ასევე გვექნება თხოვნა, რომ სასამართლოში უფრო მეტად იყოს დაცული ადვოკატის უფლებები, გამოიყოს უფრო მეტი ოთახი იმისთვის, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავინათი უფლებამოსილების განხორციელება და უკეთესად მომზადება”, – განაცხადა ხატიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი