ახალი ამბები

ინციდენტი ბოკუჩავასა და იმერლიშვილს შორის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე

23 სექტემბერი, 2013 • 1044
ინციდენტი ბოკუჩავასა და იმერლიშვილს შორის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე

როგორც თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, დღევანდელი სხდომა სამარცხვინო იყო:

 

თინათინ ბოკუჩავა
თინათინ ბოკუჩავა

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იყო სამარცხვინო, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირინა იმერლიშვილმა, უკავრავად მაგრამ, წივილ–კივილის რეჟიმში გადაიტანა პირდაპირი მნიშვნელობით ამ სხდომის მიმდინარეობა, მაშინ, როდესაც მე ვახდენდი ფაქტების კონსტატაციას და, უბრალოდ, ფაქტობრივად წარმოვადგინე ის დარღვევები, რომლის შესახებაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აცნობა უწყებათაშორის კომისიას. სამწუხაროდ, კომისიის სხვადასხვა წევრის და მისი თავმჯდომარის პოზიცია არის, რომ დიდწილად ხელი დააფაროს ასეთ ფაქტებს. მე მაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ, სამწუხაროდ, შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი ასეთ ვითარებაში სხდომაში მონაწილეობის მიღება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

ამ საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია თინათინ ბოკუჩავას პრეზენტაციის დროს სხვა პოლიტიკური პარტიების პროტესტი:

 

“ ქალბატონ თინათინ ბოკუჩავას მიერ წარმოდგენილი იყო powerpoint

ირინა იმერლიშვილი
ირინა იმერლიშვილი

პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი წერილით მომართეს მათ კომისიას, არის მიღებული სულ 29 წერილი, რომელთა შესწავლაც მოხდა დროულად, რიგ შემთხვევაში პრევენცია განხორციელდა, როგორც ეს ხონში ბაქრაძის ჩასვლის შემთხვევაში იყო, ზოგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ powerpoint პრეზენტაციამ, ჩემთვის გაუგებარია- რატომ, პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოიწვია პროტესტი და არ სურდათ ხელმეორედ, თუ მესამედ, თუ მეოთხედ იმავე წერილებზე საუბარი სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ეს იყო “პატარა ინციდენტი” დღევანდელ სხდომაზე, თუმცა ჩემი ჩარევის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქალბატონ თინათინს მიეცა საშუალება ეს პრეზენტაცია ბოლომდე მიეყვანა”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

დაპირისპირების შესახებ არ უსაუბრია ირინა იმერლიშვილს:

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მერამდენედ დააყენა ყველა ის საკითხი თავიდან, რაც უკვე ჰქონდა დაყენებული და ნამსჯელი ჰქონდა კომისიას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მოვუსმინეთ ამას კიდევ ერთხელ”, – განაცხადა იმერლიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი