ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: ოქტომბრის ბოლოს დაჭრილი სამხედროები ახალ ბინებს მიიღებენ

23 სექტემბერი, 2013 •
თავდაცვის სამინისტრო: ოქტომბრის ბოლოს დაჭრილი სამხედროები ახალ ბინებს მიიღებენ

დღეს “სამხედრო ქალაქში” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასათვალიერებლად (სამუშაოებს შპს “მშენებელი 2011” აწარმოებს) თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე იმყოფებოდნენ.

 

სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს 900-მდე სამხედროს ოჯახი მიიღებს.

 

21 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ოფიცერთათვის გადასაცემი ბინების მშენებლობა შეაჩერა. სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს მშენებლობის განახლებისკენ მოუწოდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „სამხედრო ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დროებით შეჩერდა და მიმდინარე წლის ივნისიდან, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ოთხი კორპუსის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ექსპლუატაციაში ერთი კორპუსია შესული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი