“ჩვენ დავაფიქსირეთ ბატონი დავით ბაქრაძის მიერ ორგანიზებულ აქციასა და კონტრაქციათან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყვნენ საჯარო მოხელეები, შესაბამისად, ცესკოს ვთხოვეთ ამ ფაქტებზე რეაგირება. ასევე ვისაუბრეთ კასპში მარგველაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც დავაფიქსირეთ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლები ავტობუსებით ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. ამაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე,”- განაცხადა გიგაურმა.
გიგიაურმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სხვადასხვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააყენეს საკითხი. მისი თქმით, მიუხედავად კომისიის რეკომენდაციებისა, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია კონკრეტული ფაქტების გამოძიება.
სხდომაზე შესვლის წინ კომენტარი უმრავლესობის წევრმა, ირინა იმერლიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო არის გაუმჯობესებული, რასაც, იმერლიშვილის თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზიებიც აცხადებენ. რაც შეეხება დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს, ის ამბობს, რომ ამაზე კომენტარს სხდომის შემდეგ გააკეთებს.




