“ჩვენ ვართ უფლებადამცველები, არც იქითა მხარეს ვართ და არც აქეთ, ანუ არც ინვესტორის და არც აქციის მონაწილეები, ნეიტრალური გვიჭირავს და გვაინტერესებს რა ხდება. ინვესტორის პოზიციაც გასაგებია, შესყიდული აქვს კანონიერად, და ამ ადამიანების პოზიციაც. მთავარი პრობლემა რაც არის -საკრებულო, საკრებულოში უნდა გადაწყდეს ეს თემა. საკრებულოში არჩეული ადამიანები, ვინც არიან ბანდიტები, იმათ გაყიდეს ეს ტერიტორია და სამართლებრივად ინვესტორს ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ეს არის ჩემი პოზიცია. არც ერთი მხარე მიჭირავს, არც მეორე, რადგან უფლებადამცველი ვარ და არ მაქვს უფლება, კანონს გადავაბიჯო. საკრებულოს უნდა მოეთხოვოს, რომ ინვესტორს გადაეცეს ან ალტერნატიული ფართი, რადგან ამ ადამიანს ფული აქვს გადახდილი ამ ფართში, ან ეს ადამიანები დააკმაყოფილონ სხვანაირად, სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ უნდა დახოცონ ერთმანეთი. ამიტომ ვართ მოსული, რომ დავაკვირდეთ პროცესებს და გავარკვიოთ რა ხდება”, – აცხადებს გიორგი გაბედავა.
ოცამდე ადამიანი, იმ ტერიტორიიდან, სადაც რესტორანი უნდა აშენდეს, ნერგების ამოღებას და მის გატანას ეწინააღმდეგება. როგორც “ნეტგაზეთს” პარტიზანი მებაღეების წევრმა ნატა ფერაძემ განუცხადა, აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებით არიან მისული და ღამე მორიგეობის დაწესებას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია ორი საპატრულო ეკიპაჟი.




