მოსახლეობის თქმით, ხანძარი სახლს დაახლოებით 40 წუთის წინ მოედო და ამ დრომდე სახანძრო სამსახური მის ჩაქრობას ამაოდ ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო მანქანა, თუმცა მათ პერიოდულად უთავდებათ წყალი და ცეცხლი ძლიერდება. განსახურდიასა და მიმდებარე ქუჩებს ამ წუთისათვის არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.
3:10: ამ დროისათვის ხანძარი ჩამქრალია. მოსახლეობის თქმით, ორსართულიან, მანსარდიან სახლში კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ცხრა ოჯახი ცხოვრობს, მათგან ოთხი ზედა სართულზე, რომელიც ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.
ხათუნა წილოსანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ნივთების გამოტანა სახლიდან ვერ შეძლო, ხანძრის გაჩენის დროს ოჯახს ეძინა: “ბეწვზე მოვასწარით ცოცხლები რომ ჩამოვედით ბავშვებიანად.”




