ახალი ამბები

ფანჯიკიძე კბილაშვილის მოსკოვში ვიზიტს წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს

21 სექტემბერი, 2013 •
ფანჯიკიძე კბილაშვილის მოსკოვში ვიზიტს წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს

“იგი იმყოფებოდა კონფერენციაზე. მე ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის დამოუკიდებელი, ეს არის ერთი ხელისუფლება, ერთი გუნდი და რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, სადაც შეიძლება წახვიდე-წამოხვიდე მთავრობის წევრი, რომ ამან არ გამოიწვიოს შეკითხვები. ეს შეთანხმებული იყო, რასაკვირველია. იგი არ იყო რუსეთის სტუმარი, იგი არ იყო მოსკოვის სტუმარი, იგი იყო საერთაშორისო კონფერენციის სტუმარი. როგორც, მაგალითად, ქართველი სპორტსმენები გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ სოჭის ოლიმპიადაში, რომლის გამმართველიც არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, დაახლოებით ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ არჩილ კბილაშვილის სტუმრობაც. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, თუკი იგი ტარდება რუსეთში და მას არ გამოუცხადო ბოიკოტი, ესეც ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან დადებითი მიმართულებით”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ გადაცემა “პოზიციაში”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც 8-12 სექტემბერს პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის რიგით მე-18 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

 

მასში 800-მდე ადამიანი მონაწილეობდა მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. კონფერენციაზე მთავარ განსახილველ თემებს შორის იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში დანაშაულის, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, განიხილებოდა ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი