
“სამეურვეო საბჭო იხილავს არაკვალიფიციურ სამაუწყებლო ბადეს. რაც შეეხება არსს, რატომ არის ასეთი სამაუწყებლო ბადე, საკითხი პირდაპირ დგას ასე: საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი დამატებითი ფულის სესხებას ითხოვს. მათ გახარჯეს ის ბიუჯეტი, რაც 2013 წლისთვის იყო განსაზღვრული. დარჩენილ კვარტალში კი ეტყობა სერიოზული ფინანსური პრობლემაა. ამის მონიტორინგი უახლოეს მომავალში უნდა განვახორციელოთ და ვნახოთ, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა აკლდება საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
ზვიად ქორიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელს ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის სესხება სურს.
“ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ეს პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, მით უმეტეს, რომ მას 2014 წლის დასაწყისში უფლებამოსილების ვადა გასდის”, .განაცხადა ქორიძემ.
ჟურნალისტმა ეს კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელში გააკეთა, სადაც უკვე სამი საათია სამეურვეო საბჭო მაუწყებლის მენეჯმენტის წარდგენილ სამაუწყებლო ბადეს განიხილავს.




