ახალი ამბები

ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

20 სექტემბერი, 2013 •
ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ჟურნალისტი, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა გადაცემა “დიალოგი” და რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს ტელევიზიიდან, მაუწყებელში მივიდა, სადაც დღეს სამეურვეო საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.

 

სხდომაზე დასწრებას ითხოვენ “სამოქალაქო სოლიდარობის” წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები, თუმცა, ბორდის თავმჯდომარის თქმით, არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მსურველი დაეტიოს სხდომის ოთახში, რის გამოც ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, რომ ის შიმშილობას გამოაცხადებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი