ემზარ გოგუაძის განცხადებით, სავარაუდოდ, ეკა მაზმიშვილის წასვლის მიზეზი ფსიქოლოგიური გადაღლილობა გახდა:
“ეკას დღეს ვესაუბრე და ჩემთან არ დაუდასტურებია, რომ მასზე ზეწოლა იყო. როგორც ჩანს, მან სერიოზული ფსიქოლოგიური გადაღლილობა იგრძნო. რთულია, მაგრამ ვუძლებთ შეძლებისდაგვარად, და ასე რომ გაგრძელდეს და 7-8 კაცი ყოველ დღე ჩემს ოთახში თავხედურად დამხვდეს, წარმოუდგენელია. მაზმიშვილის გადაწყვეტილების მოტივი ალბათ მსგავსი რამ იყო, უმიზეზოდ არაფერი არ ხდება”, – აცხადებს გოგუაძე.
ისივე თქმით, მაზმიშვილის განცხადება პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდება, ხოლო ეკა მაზმიშვილის ჩანაცვლება ბორდის ახალი შემადგენლობით დამტკიცებამდე არ იგეგმება.





