ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრმა ბიზნეს-კომპანიები გააფრთხილა

20 სექტემბერი, 2013 •
გარემოს დაცვის მინისტრმა ბიზნეს-კომპანიები გააფრთხილა

“ჩვენ მათ ვუთხარით, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური შევქმენით. ვუთხარით, რომ გაფრთხილდით და იყავით ყურადღებით. ჩვენი ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი დასჯა, გვინდა თქვენთან თანამშრომლობა, გვინდა, რომ კანონს არ არღვევდეთ. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის,”- განაცხადა ხათუნა გოგალაძემ დღეს, სასტუმრო შერატონში ბიზნეს-სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

 

გარემოსცადვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2013 წლის მაისში შეიქმნა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმიდნარე თვის ბოლოდან სრული დატვირთვით დაიწყებს დეპარტამენტი მუშაობას, მანამდე კი, “რეგულურლად ტარდება პრევენციული ღონისძიებები უკანონო თევზჭერისა და ნადირობის, ხე-ტყის უკანონო მოპოვობისა და გადამუშავების ფაქტების აღსაკვეთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. აქამდე უკვე 900-მდე გარემოსცადცვიითი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.”


მინისტრის თქმით, დეპარტამენეტის მთავარი ფუქნციებია გარკვეული საწარმოების (იმ საწარმოების, რომელსაც ნებართვები სჭირდება) ინსპექტირება გარემოს დაცვით სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე, ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციაში შევა ლიცენზიების პირობების შემოწმება და ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უკანონო საქმიანობებთან (ხე-ტყის ჭრა, უკანონო თევზაობა, ნადირობა და ა.შ.).


როგორც მინისტრი ამბობს, გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონებში წარმომადგენლობები არ ჰყავს, შესაბამისად, 8 რეგიონში აღნიშნული დეპარტამენტის წარმომადგენლობები დაიწყებს მუშაობას.  


ბიზნეს-სექტორთან დღევანდელი შეხვედრის დროს, გარემოს დაცვის მინისტრმა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა ბიზნეს- კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. მათ შორისაა კონკურსი “მწვანე ბიზნესი”, რომელიც მიზნად ისახავს “ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გარემოსცადვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობას, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლებას, ბიზნესის წარმომადგენელთა წახალისებას.”



მასალების გადაბეჭდვის წესი