ახალი ამბები

ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული

20 სექტემბერი, 2013 •
ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულმა მოქალაქეებმა (მათ შორის ოთხი ქალი და ერთი მამაკაცია) 4 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი დაამზადეს და გაასაღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი