ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე სკოლაში ბომბს ეძებენ

20 სექტემბერი, 2013 • 918
თბილისის რამდენიმე სკოლაში ბომბს ეძებენ

სკოლიდან უკვე გამოიყვანეს მოსწავლეები და პედაგოგები. სკოლების მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

 

53-ე სკოლის დირექტორის განცხადებით, დღეს სკოლაში დაგეგმილი იყო შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან:

 

“ვერ გეტყვით, ეს ორი ფაქტი უკავშირდება თუ არა ერთმანეთს, თუმცა სკოლაში, გარდა იმისა, რომ სწავლის პროცესი ჩაიშალა, ჩაიშალა ეს შეხვედრაც, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა დირექტორმა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სისხლის სამართლის კოდექსში” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმადაც მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დადგინდება საგანგებო სამსახურის გამოძახების ერთიანი სამნიშნა ნომრის – 112-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი