“დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა დაფინანსების ახალი წესი, რომელიც შეეხება პროფესიული საგანმანათლებლო ერთეულების დაფინანსებას. ზაფხულში კანონში შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები, რის მიხედვითაც დავამტკიცეთ დაფინანასების წესი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ–საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტები სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსებით ისწავლიან. იმ შემთხვევააში, თუ ისინი გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ტესტირებაში” – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის ინფორმაციით, აქამდე მუშაობდა ვაუჩერული სისტემა: “რომელიც ნიშნავს 1000 ლარს ერთ სტუდენტზე. ეს იყო არაადეკვატური და არასაკმარისი და ხშირ შემთხვევებში ხდებოდა პირველი ან მეორე საფეხურის დაფინანსება, როცა სწავლის სრული კურსი შედგებოდა 5 საფეხურისაგან. აქედან გამომდინარე მოხდა პროგრამების განფასება. გადაიხედა პროგრამები, განისაზღვრა მაქსიმალური ღირებულებები. შესაბამისად, შედგა დაფინანსების წესი. დაფინანასების წესი გაყოფილია: ერთი გულისხმობს ადმინისტრაციის დაფინანსებას და მეორე ნაწილი პროგრამულ დაფინანსებას, რომელიც მიბმულია სტუდენტის რაოდენობაზე კოლეჯში.”
მინისტრის თქმით, ქვეყანში 14 პროფესიული დაწესებულებაა, მაგრამ ასევე არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესულ პროგრამებს:
” 2013–2014 წლიდან ძალაში შედის დაფინანსების ახალი წესი. ოქტომბერში იქნება ტესტირება და, შესაბამისად, დაიწყებენ სწავლას” – აცხადებს სანიკიძე.







