ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე: საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა

23 თებერვალი, 2018 • 14679
ოსური მხარე: საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა

ოსური მხარის ცნობით, 35 წლის საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც “2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმდებებში აქტიურად მონაწილეობდა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალ დივერსიებს ამზადებდა, 23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორების შედეგად გარდაიცვალა”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში [ახალგორი] დააკავეს  და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს, “რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რომლებიც საბძროლო მოქმდებებში მის მონაწილეობას ადასტურებდა”.

“მისი ბრალეულობის დასაბუთების გაცნობიერების შემდეგ, ეჭვმიტანილი საკუთარ თავში ჩაიკეტა და უარი განაცხადა თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემაზე, თუმცა, მათი თანდასწრებითაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი დროებითი იზოლატორში მოთავსების შესახებ, თუმცა მას ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული მცდელობა აღკვეთეს,  მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენეს, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები. ამის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ ოსურმა სპეცსამსახურებმა ტატუნაშვილსა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ იცოდნენ და, შესაბამისად, მას თვალყურს ადევნებდნენ. დაკავება კი, ოფიციალური ინფორმაციითვე,  სამხრეთ ოსეთში მისი მორიგი ჩასვლის დროს მოხდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, “სათანადო შეფასება მისცენ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება”.

მომხდარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა.  

უწყებაში აცხადებენ, რომ “პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება”

მასალების გადაბეჭდვის წესი