შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში მოქმედ სასტუმრო „პარადაისის“ და საუნა „გზა 2020“-ის დროებით მფლობელებს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს ბრალი.
ბრალდებულთაგან ორი ქალი და ორი კაცია.
გამოძიების ცნობით, ოთხივე ბრალდებული თბილისში, სასტუმრო „პარადაისში“ და საუნა „გზა 2020“–ში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდა. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254–ე მუხლით).