ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს სატელევიზიო გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა, რასაც ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი და აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენციის მოწვევის მიზეზი გახდა.
“საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს არის ზეწოლა მედიაზე. პოლიტიკური თოკ–შოუების დახურვა პირადპირ აისახება საარჩევნო გარემოზე და არჩევნებზე. ტყემალაძეს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა არგუმენტებით მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა კვესიტაძემ.




