ახალი ამბებისამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს

22 თებერვალი, 2018 •
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 22 თებერვალს 50 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობს. კენჭისყრის პროცესი უკვე დაიწყო.

უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს შორის არიან სხვადასხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეებიც. უვადოდ დანიშვნაზე განცხადება 51 მოსამართლეს ჰქონდა შეტანილი, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ასმათ კოხრეიძემ კანდიდატურა მოხსნა.

მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი სამ ნაწილად გაიმართა. სამივე დღე ოუსტიციის სამბჭოს წევრის, ანა დოლიძესა და მოსამართლე წევრების დაპირსპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.  დაპირისპირებას წინ უძღოდა ანა დოლიძის განცხადება, რომ სასამართლოს “ადეიშვილის ნარჩენები” აკონტროლებენ. ამ განცხადების შემდეგ უვადოდ დანიშვნის მსურველმა 13-მა მოსამართლემ გასაუბრებიდან ანა დოლიძის აცილება მოითხოვა, რაც საბჭოს უმრავლესობამ დააკმაყოფილა.

დღეს, კენჭისყრის პროცედურის წინ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედი აქვს, საბჭო არ დანიშნავს მოსამართლეებს, რომელთა გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური დაკვეთით იყო ნაკარნახევი:

“აქ ვგულისხმობ მოსამართლეებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტპატიმრების საქმეებზე, პირველ რიგში, და ის გადაწყვეტილბები, რომლებიც მოგვიანებით შავით თეთრზე იყო ცნობილი, როგორც მცდარი. აქ იგულისხმება თეთრაძის, მოლაშვილის მოსამართლეები, ნორა კვიციანის მოსამართლე, მოსამართლეები, რომელთაც უკვე დადასტურებულია, ნაჩვენებია ისტორიულად, რომ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური დაკვეთის შედეგად იყო შესრულებული. მათ საკუთარი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებების მხრივ ძალიან მძიმე შედეგი დააყენეს. ამ ადამიანების სასამართლო სისტემაში უვადოდ ყოფნა დააზიანებს სასამართლოს, დააზიანებს მათს პატიოსან და გამბედავ კოლეგებს და მათ იმიჯს, დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პერსპექტივას ამ სახელმწიფოში,”- განაცხადა ანა დოლძემ.

საპენსიო ასაკამდე უვადოდ დანიშვნის კანდიდატები არიან:

  1. მსხილაძე ლილი
  2. ავალიშვილი ლია
  3. ბებიაშვილი მიხეილი
  4. ბერეკაშვილი დიანა
  5. ბოლქვაძე ხათუნა
  6. გვარამია ლევანი
  7. გიორგიშვილი გოდერძი
  8. გოგინაშვილი გიორგი
  9. გოცირიძე გურამ
  10. გოცირიძე კობა
  11. გუნცაძე შორენა
  12. გუჯაბიძე ნათია
  13. ზარქუა ნონა
  14. ზარქუა ირინა
  15. აბჟანდაძე დალი
  16. კაპანაძე მანუჩარი
  17. კეკენაძე დავითი
  18. კვარაცხელია ზოია
  19. კვაჭანტირაძე ინგა
  20. ნადარაია რევაზ
  21. ლუაშვილი ქეთინო
  22. ლომიძე მერაბ
  23. მამულაშვილი ლეილა
  24. თოდუა ილონა
  25. მგელაძე ნუგზარ
  26. პართენიშვილი ეკატერინე
  27. დგვარელი თეიმურაზ
  28. ყიფიანი ივანე
  29. ნიკურაძე შოთა
  30. ონიანი ნინო
  31. ოქროპირაშვილი მალხაზ
  32. კიკილაშვილი ხვიჩა
  33. პერანიძე ირმა
  34. სვანიძე თეიმურაზ
  35. სირაძე შოთა
  36. მაისურაძე გიორგი
  37. ოსაძე ელენე
  38. სირბილაძე ცისანა
  39. ფარეიშვილი თეიმურაზ
  40. მჭედლიშვილი შალვა
  41. ბონდარენკო ირაკლი
  42. ღლონტი ივანე
  43. შავაძე ირაკლი
  44. ჩანტლაძე მადი
  45. ჩოხელი მანანა
  46. ცანავა ლელა
  47. მოსიძე ციცინო
  48. ხორავა რომან
  49. ჭალიძე ნინო
  50. ცისკარიძე ეკატერინე

მასალების გადაბეჭდვის წესი