ახალი ამბებისაზოგადოება

ჩაქვში, შავ ზღვაში მეთევზეებმა “ზღვის ეშმაკი” აღმოაჩინეს

22 თებერვალი, 2018 • 16702
ჩაქვში, შავ ზღვაში მეთევზეებმა “ზღვის ეშმაკი” აღმოაჩინეს

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ჩაქვის შავი ზღვის აკვატორიაში იშვიათი თევზის სახეობა – ზღვის ეშმაკი აღმოაჩინეს.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებით, ეს შემთხვევა იშვიათი იმითია, რომ ”ზღვის ეშმაკი” მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია, შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათად გვხვდება.

ზღვის ეშმაკი

თევზის ეს სახეობა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს. შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული. თევზის საქართველოში  მოპოვება კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფაქტია, განმარტავენ სპეციალისტები.

“ზღვის ეშმაკი” პირველად 1955 წელს ბათუმის მახლობლად მოიპოვეს, მისი ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით “ზღვის ეშმაკის” ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

“ზღვის ეშმაკის სიგრძე 150 სმ-ს, ხოლო წონაში 20 კილოგრამს აღწევს. ის წვრილი და მსხვილი თევზებით იკვებება.


გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც ასახავს იმას თუ როგორ იპოვეს  “ზღვის ეშმაკი” მეთევზეებმა. ფოტოები მოგვაწოდა ჟურნალისტმა გიორგი სირაძემ, ავტორი – არჩილ გუჩმანიძე.

ავტორი – არჩილ გუჩმანიძე

ავტორი – არჩილ გუჩმანიძე

ავტორი – არჩილ გუჩმანიძე

ავტორი – არჩილ გუჩმანიძე

ავტორი – არჩილ გუჩმანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი