ახალი ამბები

შსს: სოფელ დიცში ვითარება მშვიდია

17 სექტემბერი, 2013 • • 1279
შსს: სოფელ დიცში ვითარება მშვიდია

 

“შსს–ს წარმომადგენლები სოფელ დიცში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ დიცში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

17 სექტემბერს რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესი გაგრძელდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე იმსჯელეს. ამჟამად ადგილზე, სოფელ დიცში ვითარება მშვიდია”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი
სოფელი დიცი ძელების ინსტალაციის პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი