შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 17 სექტემბერს მოაწერა ხელი.
ირინა მილორავა 2009 წლიდან დღემდე იყო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორი. 2002 წელს მუშაობდა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, 2004 წლიდან კი, გენერალური დირექტორის მოადგილედ.
გურამ ჩალაგაშვილმა სემეკის თავმჯდომარის პოსტზე ექვსწლიანი მუშაობა 30 აგვისტოს დაასრულა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, სემეკის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი ნიშნავს.




