ახალი ამბები

შსს: “მაესტროში” ბომბის არსებობის შესახებ ზარის ავტორი არასრულწლოვანია

17 სექტემბერი, 2013 •
შსს: “მაესტროში” ბომბის არსებობის შესახებ ზარის ავტორი არასრულწლოვანია

ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში დღეს, 14:00 საათზე შევიდა. ამ დროისათვის დადგენილია, რომ ზარი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ არასრულწლოვანმა განახორციელა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


მათივე ინფორმაციით, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი