ახალი ამბები

ტყემალაძე “ოცნების” სახელით ვანისა და ხონის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

21 თებერვალი, 2018 • 3534
ტყემალაძე “ოცნების” სახელით ვანისა და ხონის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ინტერპრესნიუსის არაოფიციალური ინფორმაციით, ვანისა და ხონის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” სახელით კენჭისყრა პარტიის”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს სურს.

ნეტგაზეთთან საუბრისას ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში არასდროს არაფერია გამორიცხული, თუმცა, მისი თქმით, მმართველი პარტიის სახელით შუალედურ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე “არავისთან არანაირი” მოლპარაკებები ყოფილა.

“ჯერ არ გადამიწყვეტია. გამოცხადდეს არჩევნები და მერე ვიფიქროთ,,

კითხვაზე, თუ რატომ “ქართული ოცნება” და არა “მრეწველები”, რომლის ლიდერიც თავად არის, ზურაბ ტყემალაძე გვპასუხობს:

“უბრალოდ, პარლამენტში ჩვენ უმრავლესობის წევრები ვართ. გვაქვს თითქმის ყველა თვითმმართველობაში შექმნილი, ფრაქციები – “ქართული ოცნება – მრეწველები” და აქედან გამომდინარე შესაძლოა იყაროს ჩვენმა კანდიდატმა კენჭი.”

პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 2018 წლის აპრილში ტარდება. უკვე ცნობილია, რომ “ევროპული საქართველო” აღნიშნულ ოლქში გიგი უგულავას წარადგენს. ზურაბ ტყემალაძე მისი ან შესაძლო კონკურენტის შანსებზე არ საუბრობს, თუმცა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას დააპირებს, წარმატებებს უსურვებს.

ნეტგაზეთი ცდილობს ზემოხსენებული ინფორმაციის გადამოწმებას მმართველი პარტიის ლიდერებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი