ახალი ამბები

საგარეო უწყება რეაგირებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხის შემდეგ გეგმავს

17 სექტემბერი, 2013 •
საგარეო უწყება რეაგირებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პასუხის შემდეგ გეგმავს

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძის თქმით, ამის თაობაზე საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წერილი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაუგზავნა:

“მოგეხსენებათ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სოჭის ოლიმპიადას არ ვუცხადებთ ბოიკოტს, რაც არის ძალიან დადებითი ჟესტი ჩვენი მხრიდან, რომელიც რუსეთის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული.  ჩვენ ისიც ვთქვით, როცა ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ იმედი გვაქვს, პროვოკაციები არ იქნება იმ მიმართულებით, რომ იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შეურაცხყოფის და ხელყოფის ფაქტები ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ან თვითონ რუსეთის მხრიდან. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში, ჩვენ ველით მათგან პასუხს, და საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ფაქტებზე დაყრდნობით მოახდენს რეაგირებას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

ამ განცხადებით მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც ” მოამბის”ერთ-ერთ ჟურნალისტმა სოჭის ოლიმპიადაზე აკრედიტაციის გავლისას მიიღო სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ცალკ-ცალკე სახელმწიფოებად იყო შეყვანილი.

 

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს ფორმა არ არის ღიად განთავსებული ვებ გვერდზე და სამინისტროსთვის აქამდე უცნობი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი