“ეს საკითხი არ უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ არასდროს კანონის წინააღმდეგ არ ვიქცევით, არც მე და არ მისი უწმინდესობა. თუ ამის საჭიროება იქნება, ყველაფერს ისე გავაკეთებ, მაგრამ ამ თემის წამოწევა ცოტა უხერხულია. ძალიან ინტიმური საღამო გვქონდა მის უწმინდესობასთან, ოჯახთან დავპატიჟე, საჩუქრები გავაკეთეთ ორივე მხრიდან და ეს იყო ნორმალური. მე მგონი, ასეთი კუთხით წაყვანა ამ საკითხის არ არის ნორმალური. ძალიან გთხოვდით, რომ უფრო ლამაზად, უფრო ფაქიზად მოეკიდოთ. ჩვენ კანონი არასდროს დაგვირღვევია, ვინც არღვევდა კანონს, კი არ არღვევდა, თელავდნენ, ახლა რომ გინდათ კანონის დარღვევაში გაგვაფრთხილოთ, ცოტა უხერხულია”.
ივანიშვილის თქმით, პარასკევს, საღამოს მის ბიზნესცენტრშიპ ატრიარქის სტუმრობის ამბავს “ფეისბუქში ძალიან ისეთი რეაქციები მოჰყვა:
“იცით, ძალიან ხშირად რა ხდება? ჩვენი ხალხი, რომელიც განვითარებულ თუ განვითარებად ეტაპზე ვართ ევროპელობის, ძალიან ხშირად გადაჭარებება ვიცით. იქნებ არც კი ღირდა”, – აცხადებს პრემიერი.
13 სექტემბერს საქართველოს პატრიარქისგან ბიძინა ივანიშვილმა საჩუქრად მიიღო ბრენდ “ULYSSE NARDIN”-ის Marine Collection–ის სერიის საათი, რომლის საბაზრო ღირებულება 10,400-დან 38,600 აშშ დოლარამდეა. საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერის მიერ მიღებული საჩუქრის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7650 ლარს, სხვა შემთხვევაში, იგი ითვლება აკრძალულ საჩუქრად, რომელიც სამი დღის ვადაში საფინანსო სააგენტოს უნდა გადასცეს პრემიერ-მინისტრმა.







