“მე არ დამიწერია გადადგომის განცხადება არც ახლა და არც მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დამამტკიცა და, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი საიდან მოდის ეს ინფორმაცია, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა”, – განაცხადა წულუკიანმა.
ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ “კრიმინალურ ავტორიტეტებთან” გადაღებულ ფოტოს კოალიციაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც წულუკიანმა გადადგომაზე განცხადება დაწერა.





