დღევანდელი აქტი მას შემდეგ მიიღეს, რაც საბჭომ სადამკვირვებლო მისიის 2014 წლის დეკემბრამდე გაგრძელება გადაწყვიტა. სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტი 2013 წლის 14 სექტემბრიდან 2014 წლის 14 დეკემბრამდე 26.65 მილიონი ევროთი დანისაზღვრა.

“თავისი საქმიანობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების სრული დაცვით სტაბილურობას უჭერს მხარს,”- ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოდან მოქმედებს. მისიის მიზანი რუსეთის ჯარების სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან გაყვანის მეთვალყურეობაა. მასში ჩართულია მისიის 260 მონაწილე ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან.
