ახალი ამბები

ბათუმში დასასვენებლად ჩასული ბიჭების მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

18 თებერვალი, 2018 •
ბათუმში დასასვენებლად ჩასული ბიჭების მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პოლიციამ დააკავა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც ბრალი ედებათ აგვისტოში ბათუმში დასავენებლად ჩასული ორი ბიჭის განზრახ მკვლელობაში.

ორი ახალგზარდა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში გარდაცვლილები  2017 წლის 8 აგვისტოს იპოვეს. მშობლები მათ 5 აგვისტოს შემდეგ ვეღარ უკავშირდებოდნენ და მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიაკვლიეს ბინაში, სადაც გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ მაშინ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლა, შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ჯგუფურად, განზრახ სწორედ 5 აგვისტოს მოკლეს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები 19 და 20 წლის პირები არიან. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ნათქვამია შსს-ს მიერ 18 თებერვალს გავრცელებული პრესრელიზში.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.

ახალი დეტალები ბათუმში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე

ბათუმში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი