ამ გადაწყვეტილებამ მოქალაქეთა ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. მარინა დახუნდარიძემ, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეს კახა ნემსიწვერიძეს არაკაცი, უღირსი, ქურდი და ავაზაკი უწოდა. საპასუხოდ კახა ნემსიწვერიძემ მას უტხრა, რომ უზრდელი ქალი და ფულის გამომძალველია. 

”მე როდესაც გავიგე, რომ კახა ნემსიწვერიძე და გოჩა თევდორაძე მერის იმპიჩმენტს აპირებდნე, მოვედი აქ და გამოვხატე პროტესტი. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს კაცი ჯერ სკამზე არ დამჯდარა და რაც ამ ქურდებმა შეჭამეს ქუთაისი და დაგვამხეს თავზე ყველაფერი, რა უნდა დაეშავებინა დიმიტრი კოპალიანს? ჩვენ ვიცნბთ დიმიტრი კოპალიანს, როგორი კარგი წარმომავლობა აქვს, კარგი ოჯახიშვილია, განათლებული ადამიანია და ქუთაისში ვერ იტანენ საერთოდ განათლებულ და წესიერ ადამიანებს.”

დახუნდარიძე ამტკიცებს, რომ ნემსიწვერიძემ ქუთაისი შეჭამა:

”არავის არ აქვს უფლება, არც კახა ნემსიწვერიძეს, არც გოჩა თევდორაძეს, არც იურიდიულად, არც მორალურად, არც ზნეობრივად, ამ არაკეცებს, რომ დიმიტრი კოპალიანის სამსაურებიდან წასვლის საკითხი დაეყენებინათ. ესენი არ არიან კაცები, გადედლებული მამაკაცები არიან.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *