ახალი ამბები

ხმაურიანი დაპირისპირება მედიაკონფერენციაზე – სრული ვიდეოჩანაწერი

16 თებერვალი, 2018 • 3238
ხმაურიანი დაპირისპირება მედიაკონფერენციაზე – სრული ვიდეოჩანაწერი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მედიის საკითხებთან დაკავშირებით დღეს, 16 თებერვალს, თბილისში გამართულ საჯარო შეხვედრაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტებისგან მოითხოვა იმის გასაჯაროება, თუ ვინ და რა ფორმით ცდილობა ტელეარხზე გავლენის მოხდენას, ან ხელში ჩასოგდებას.

ნიკა გვარამიასა და ვახო სანაიას შორის დისკუსია ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ მედიაკონფერენციის ამ ნაწილის სრულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც “ტელეკომპანია პირველმა” გაასაჯაროა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აღნიშნული დახურული შეხვედრები “ტვ პირველსა” და არასამთვარობო ორგანიზაციებს შორის რამდენჯერმე გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარი იყო ტელეარხის მფლობელების მიმართ სავარაუდო ზეწოლაზეც, თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. “ტვ პირველი” გეგმავდა ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, როგორც მოგვიანებით არასამთავრობოებს განუცხადეს, პრობლემა ამოიწურა და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ მუშაობას.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი