როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი ლიზა ანდღულაძე ამბობს, ამ მოქალაქეზე განხორციელდა უკანონო, იძულებითი ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან, კერძოდ, მას ჩაუტარეს იძულებითი სამედიცინო მანიპულაციები, მასზე ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდნენ, რისი მიზანიც პოლიციასთან თანამშრომლობა იყო:
“მსხვერპლი დაკავებული იყო 32 საათის განმავლობაში, რა დროსაც მას არ მიეწოდებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატები. ფაქტი გასაჩივრებულია შსს–ს გენერალურ ინსპექციაში, რასაც რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. პოლიციელთა მიერ შედგენილია ყამბი ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც მსხვერპლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტზე”, – აცხადებს ლიზა ანდღულაძე.
სასამართლოსთან დაახლოებით 20 ადამიანია შეკრებილი, მათ თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით- “შეწყდეს პოლიციელთა ძალადობა”, “stop discrimination”. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესი დამსწრეთათვის დახურულია.
ფაქტთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატშიც.
