ახალი ამბები

კალაძე ნარმანიას დროს გამხმარ ხეებზე: დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი გზით მიდის

16 თებერვალი, 2018 • 2690
კალაძე ნარმანიას დროს გამხმარ ხეებზე: დასკვნა ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი გზით მიდის

კახა კალაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 2015-16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია. როგორც ის განმარტავს,  ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის. კომენტარი თბილისის მერმა დღეს, 16 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„სწორედ ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით წამოვიწყეთ, სწორი ნაბიჯია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015-16 წლებში დარგული ხე-მცენარეების მესამედი გამხმარია, რითაც თბილისის მერიამ გამწვანების მიმართულებით გამოყოფილი თანხები არაეფექტურად დახარჯა.

აუდიტის სამსახურის კვლევის მიხედვით, 2015-2016 წლებში გამწვანების საქალაქო სამსახურმა 24 730 300 ლარი დახარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი