გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მესტიის რაიონში, სახელმწიფო დაფინანსებით 23 მილიონი ლარის ღირებულების საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, არსებული ხარვეზების მიუხედავად, დოკუმენტებში სამუშაოს შესრულებულად დაფიქსირების სანაცვლოდ ერთ-ერთი მეწარმისგან ქრთამის სახით 300 000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.





