ახალი ამბები

ხარვეზი iOS 11-ის მოწყობილობებში, რომელიც აპლიკაციების გათიშვას იწვევს

16 თებერვალი, 2018 •
ხარვეზი iOS 11-ის მოწყობილობებში, რომელიც აპლიკაციების გათიშვას იწვევს

Apple-ის iOS 11-ის ამჟამინდელ ვერსიაში აღმოჩენილ ხარვეზს აიფონის მესინჯერისა და მეილის აპლიკაციების გათიშვა, ხოლო სმარტფონის უსასრულოდ გადატვირთვის რეჟიმში ჩაგდება შეუძლია, თუ მომხმარებელი სპეციალურ შეტყობინებას ინდურ ენაზე მიიღებს.

ხარვეზი შეიძლება გამოვლინდეს iOS 11.2.5-ზე მომუშავე ყველა პროდუქციაში, მათ შორის, macOS-ში, Apple Watch-სა და Apple TV-ში. როდესაც შეტყობინება ტელუგუს ენაზე მოდის, ითიშება iMessage, ფეისბუქის მესენჯერი, WhatsApp და Gmail, ხოლო მომხმარებელს აპლიკაციის გადატვირთვა არ შეუძლია.

ეფლის მომხმარებელთა დახმარების ცენტრზე განთავსებული განცხადების მიხედვით, ისინი iOS11-ის, macOS High Sierra-ს, watchOS 4-ისა და tvOS 11-ის ვერსიების გამოსწორებაზე მუშაობენ. იმ მოწყობილობებს, რომლებიც iOS 11.3-ის ბეტა სისტემაზე მუშაობენ, რომლის დასრულებული ვერსიაც, სავარაუდოდ, გაზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი, ეს ხარვეზი არ ეხება.

The Verge-ის მიხედვით, iMessages-ის მუშაობის აღსადგენად, შეგიძლიათ ვინმეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოაგზავნინოთ და შემდეგ ტელუგუს ენაზე გამოგზავნილი ტექსტი წაშალოთ.

იმის გამო, რომ ეფლი ხშირად აწყდება პრობლემებს უსაფრთხოებისა და ტექნიკური ხარვეზების კუთხით, კომპანია iOS 12-ზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მის საიმედოობაზე ამახვილებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი