მშენებლობის ნებართვის განაცხადის გაკეთებისთანავე, განხილვაში ჩაერთვება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურები. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 15 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც კალაძე განმარტავს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებებით თავიდანვე განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია და რამდენად აიტანს ერთი კონკრეტული ადგილმდებარეობა საცხოვრებელ თუ სხვა სახის ფართებს და რამდენად შესაძლებელი იქნება იქ მცხოვრები ხალხისთვის ტრანსპორტით სარგებლობა. მისივე თქმით, ცვლილებები ეხება გამწვანებასაც.
“მნიშვნელოვანია ის, რომ გამწვანების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიმდინარეობს მშენებლობები, მაგრამ არ ხდება ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგება, გამწვანება. როცა სამშენებლო პროექტის შეთანხმება იქნება, ამავდროულად, დამკვეთებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ დენდროლოგიური პროექტები , რომლებიც უნდა განხორციელდეს მერიასთან შეთანხმებით” – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა მერიის სამომავლო გეგმებს მშენებლობების ხარისხსის გასაუმჯობესებლად:
“მოთხოვნილი იქნება როგორც საპროექტო სამშუაოების დროს ხარისხის შემოწმება, ასევე, მთელი მშენებლობის დროს განხორიცელდება ზედამხედველობა. შესწავლა იმისა, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და რამდენად ხარისხიანად ჩაბარდა ობიექტი.
კალაძის ინიციატივა: მშენებელს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება დაევალება
ასევე:
-
თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა იწყება
-
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 პირს მიანიჭეს
-
ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ფაქტი – კალაძე დავითაძის საქმეზე
-
მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს
-
23.10.2026
დატბორვა არ უკავშირდება რუსთაველის სარეაბილიტაციო პროცესს – GWP
-
23.10.2026
რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?
-
23.10.2026
ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესოს გაფორმებაზე მიმართა
-
23.10.2026
პლენუმმა არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე
-
23.10.2026
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკის მცხოვრებთა მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა
-
23.10.2026
როგორ გაიზარდა საქართველოში “უხილავი გადასახადი”
