მშენებლობის ნებართვის განაცხადის გაკეთებისთანავე, განხილვაში ჩაერთვება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურები. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 15 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც კალაძე განმარტავს, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებებით თავიდანვე განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია და რამდენად აიტანს ერთი კონკრეტული ადგილმდებარეობა საცხოვრებელ თუ სხვა სახის ფართებს და რამდენად შესაძლებელი იქნება იქ მცხოვრები ხალხისთვის ტრანსპორტით სარგებლობა. მისივე თქმით, ცვლილებები ეხება გამწვანებასაც.
“მნიშვნელოვანია ის, რომ გამწვანების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიმდინარეობს მშენებლობები, მაგრამ არ ხდება ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგება, გამწვანება. როცა სამშენებლო პროექტის შეთანხმება იქნება, ამავდროულად, დამკვეთებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ დენდროლოგიური პროექტები , რომლებიც უნდა განხორციელდეს მერიასთან შეთანხმებით” – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა მერიის სამომავლო გეგმებს მშენებლობების ხარისხსის გასაუმჯობესებლად:
“მოთხოვნილი იქნება როგორც საპროექტო სამშუაოების დროს ხარისხის შემოწმება, ასევე, მთელი მშენებლობის დროს განხორიცელდება ზედამხედველობა. შესწავლა იმისა, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და რამდენად ხარისხიანად ჩაბარდა ობიექტი.
კალაძის ინიციატივა: მშენებელს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება დაევალება

ასევე:
-
თბილისში, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა იწყება -
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 პირს მიანიჭეს -
ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ფაქტი – კალაძე დავითაძის საქმეზე -
მნიშვნელოვანია, მოვაჭრეები არ დაზარალდნენ – კალაძე „დეზერტირების ბაზრის“ ადმინისტრაციას მიმართავს
-
23.10.2026 „ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს — ევროპარლამენტარები -
23.10.2026 ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს -
23.10.2026 ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცეს -
23.10.2026 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს -
23.10.2026 “კავკასიელი მარადონა” და ლეგენდა “სუპერვარსკვლავის აურით” – ნემსაძეს შოტლანდიაშიც ემშვიდობებიან -
23.10.2026 რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები