“ეს თვითმფრინავი არის კერძო კომპანიის, მე არ ვიცი, ვისი იყო, მაგრამ ეს იყო კერძო კომპანია. მე დღემდე ვსარგებლობდი უცხოური კომპანიებით, უბრალოდ, რამდენჯერმე შემომთავაზეს ქართული და უხერხული იყო. მე კერძო კომპანიით დავფრინავ, სახელმწიფოთი – არა. მე ჩემს ფულს ვიხდი და ასევე იყო ამ შემთხვევაში, ასევე, ჩემი ფული გადავიხადე. ადრე ვქირაობდით საზღვარგარეთიდან, მაგრამ ქართულმა კომპანიამ რამდენჯერმე შემოგვთავაზა და მითხრა მაია ცქიტიშვილმა, რომ უხერხული იყო, ამიტომ ვისარგებლე და აქაც ფული ისეთივე ღირებულებით გადავიხადე, როგორც – სხვა შემთხვევებში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა:

 

“გახსოვთ, რა ამბავი ჰქონდა ატეხილი ივანიშვილს და სხვებს იმ თვითმფრინავით, რომლითაც მე დავფრინავდი. თვითონაც ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში, დაფრინავს  ყველა ოფიციალურ ვიზიტზე და ეს როგორ აიხსნება? თვითონ აღარ უქმნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა, თუ როგორ არის? და ამ თვითმფრინავის ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება? ამიტომ ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები”.

 

უფრო ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა იგივე შინაარსის განცხადება, რასაც იმთავითვე უპასუხა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თვითმფრინავი, რომელზეც საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არის არა სახელმწიფო, არამედ კერძო კომპანიის – „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ საკუთრება და მის მომსახურებას ეწევა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი“:

 

“ამ თვითმფრინავით სარგებლობა პრემიერ-მინისტრს, როგორც კერძო პირს, მხოლოდ ორჯერ მოუწია და ამ მომსახურების ღირებულებაც დაფარა საკუთარი ფინანსებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე,“ – განაცხადა მიქელაძემ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *