ახალი ამბები

სროლა ფლორიდის სკოლაში – მოკლულია 17 ადამიანი

15 თებერვალი, 2018 • 2533
სროლა ფლორიდის სკოლაში – მოკლულია 17 ადამიანი

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში მინიმუმ 17 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც BBC წერს, დაგლასის სკოლის კამპუსში 14 თებერვალს ცეცხლი 19 წლის ნიკოლას კრუზმა გახსნა, რასაც ზრდასრულებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ემსხვერპლნენ.

გამოცემის თანახმად, ადგილობრივმა შერიფმა სკოტ ისრაელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანამ კრუზი სკოლაში შევიდოდა, სკოლის გარეთ სამი ადამიანი მოკლა, შემდეგი 12 კი – შესვლისთანავე. ორი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნიკოლას კრუზმა ცეცხლი  ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გახსნა.

NBC-ის ცნობით, სროლის შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორის 5-ის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ნიკოლას კრუზს, ის დაგლასის სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც “დისციპლინური მიზეზების” გამო სკოლიდან გარიცხეს და ამავე უბნის სხვა სკოლაში ჩაირიცხა. კრუზი მაღაზიათა ქსელ “Dollar Tree-ში” მუშაობდა. ის დაკავებულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი