ახალი ამბები

რუსეთში შესაძლოა “იუთუბი” და “ინსტაგრამი” დაბლოკონ

15 თებერვალი, 2018 • 3491
რუსეთში შესაძლოა “იუთუბი” და “ინსტაგრამი” დაბლოკონ

სასამართლოს გადაწყვეტილების გამო რუსეთში შესაძლოა ინტტერნეტპრიოვაიდერებმა სოციალური ქსელები, Youtube და Instagram დაბლოკონ – ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ეხება ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მილიარდერი ბიზნესმენის,  ოლეგ დერიპასკას შესახებ. ნავალნი ამბობს, რომ ამ ვიდეოში კორუფციის ნიშნებია.

რუსეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომ ოლეგ დერიპასკას პირადი ცხოვრების უფლება დაარღვია.

თავის მხრივ, ალექსეი ნავალნიმ ვიდეოს წაშლაზე უარი განაცხადა.

როგორც BBC წერს, თუ არც ნავალნი და არც ამერიკული კომპანიები არ წაშლიან, ან რაიმენაირად არ დაბლოკავენ კონტენტზე წვდომას ოთხშაბათს დღის ბოლომდე, მაშინ უკვე ინტერნეტპროვაიდერები იმოქმედებენ.

მათვე ცნობით, ინტერნეტპროვაიდერებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პოსტი დაბლოკონ.

“შეუძლებელია, ინტერნეტპროვაიდერებმა კონკრეტული ინსტაგრამისა და იუთუბის კონკრეტული გვერდები დაბლოკონ,”- განაცხადა რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის სპიკერმა BBC-ისთან საუბრისას.

ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა გასულ კვირას დაპოსტა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ნაჩვენები იყო დერიპასკასა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, სერგეი პრიხოდკოს იახტაზე შეხვედრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი